სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა
ნავიგატორი
1872


სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა

მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა, – ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სავალუტო ფონდის მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს ორი კვირის განმავლობაში გამართავენ.

მერსედეს ვერა-მარტინმა მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ თემებზეც ისაუბრა.

„ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება. ასევე ვისაუბრეთ მთავრობის გეგმების შესახებ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით,“ – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს მოამზადებს.

2019 წლის მარტში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6%-ი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 4,7%-ით განისაზღვრა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

02-05-2019

წყარო: imedinews.ge

30-04-2019

რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“

25-07-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:

15-11-2021

შარქ თენქ საქართველო

15-11-2021

შარქ თენქ საქართველო

30-04-2019

რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“

25-07-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ