|
| 1860 |
|---|
2019 წელის პირველ კვარტალში 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა – როგორ ავსებს ხელისუფლება ბიუჯეტს?
| 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში სულ 416 ათას 863 ჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების თანხის ოდენობამ კი 16 მლნ 803 ათას ლარზე მეტი შეადგინა (16 803 460). სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა პირველადია და არ არის გამოკლებული ის თანხა, რომელიც დაჯარიმებულებმა 20%-იანი შეღავათით გადაიხადეს. დაჯარიმებულებმა 181 ათას 474 შემთხვევაში 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს. სტატისტიკური მონაცემები შსს-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ 15 აპრილს დამუშავდა და დღეს გამოქვეყნდა. დღესვე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაც გამოქვეყნდა – 2019 წლის პირველ კვარტალში ავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1779 დაშავდა. სულ ამ პერიოდში 8369 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და მათგან უმეტესობა თბილისში (5072). |

02-05-2019
წყარო: infonews.ge
|
29-03-2019 „საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში 4357 ახალი საწარმო დარეგისტრირდა |
|---|
|
03-04-2019 ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა |
|
06-09-2019 კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული |
|
23-12-2022 Scholarships offered by the Romanian State to foreign citizens through the MFA |