|
| 1949 |
|---|
„თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
| სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ვახტანგ ქინქლაძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიის ცნობით, ქინლაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და ის სხვა სამსახურში გადავიდა. ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია „თელასში“ მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც „თელასში“ აცხადებენ, ვახტანგ ქინქლაძის კომპანიაში მუშაობის პერიოდში მრავალი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანი იყო თბილისის ელექტრომომარაგების საიმედოობის და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. |

02-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
04-03-2019 უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება |
|---|
|
17-10-2019 ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ |
|
17-02-2019 ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს |
|
08-04-2019 აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა |