|
| 1997 |
|---|
დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა
| დღეიდან დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა. ბილეთების ფასმა საშუალოდ 10%-15%-ით მოიმატა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ამის მიზეზი ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვა გახდა: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს. ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“. კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რაც შეეხება ბილეთის ფასებს, „მარტვილის კანიონში“ შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან - 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 15 ლარიდან 17.25 ლარამდე. „პრომეთეს მღვიმეში“ ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან 11.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის - 20-დან 23 ლარამდე. „სათაფლიაში“ საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეზე - 15 ლარიდან 17.25 ლარამდე. „ოკაცეს კანიონში“ შესვლის ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი, 15-დან 17.25 ლარამდე. |

03-05-2019
წყარო: bpn.ge
|
04-11-2022 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს |
|---|
|
11-04-2019 საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა |
|
10-05-2019 აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ |
|
24-04-2019 ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს |