Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებს ასახელებს
ნავიგატორი
2156


Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებს ასახელებს

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სწრაფი ზრდა ფიქსირდება, სახელმწიფო ინსტიტუტები კი სწრაფად იზრდება, მოსახლეობისა და შინამეურნეობების დაბალი შემოსავლები ზღუდავს მათ მდგრადობას ეკონომიკური შოკების მიმართ”, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s.

მეორე პრობლემად სახელდება ისტორიული მიგრაცია, რომელიც როგორც ანგარიშშია ნათქვამი :ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს”. ამ კუთხით განსაკუთრებით აღნიშნულია ეკონომიკური განსხვავება საქართველოს, რუსეთს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს ქვეყნიდან მიგრაციას.

Moody’s დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებების ხარჯზე ეკონომიკის დივერსიფიცირებას ახდენს. შედეგად, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით FDI-ის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის სავაჭრო ბრუნვასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორად სახელდება მცირე მოცულობის დანაზოგებიც. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მსხვილი მოცულობის ინვესტიციები საგარეო ვალით ფინანსდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას დამოკიდებულს ხდის გარე დაფინანსებაზე. 

მცირე ზომის ეკონომიკა და მცირე ზომის კომპანიები ასევე სახელდება ზრდის პოტენციურ შემზღუდავ ფაქტორებად.

სააგენტო რეიტინგს ოთხი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ადგენს, რომელთა შეფასასებაც საქართველოს შემთხვევაში შემდეგია:

  • ეკონომიკური სიძლიერე – სუსტი (+)

  • ინსტიტუტების სიძლიერე – ძლიერი (-)

  • ფისკალური სიძლიერე – ზომიერი

  • რისკების მიმართ მდგრადობა – ზომიერი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე 2017 წელს (2010 წლის შემდეგ პირველად) გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს რეიტინგი ახლოს დგას შემდეგი ქვეყნების მაჩვენებლთან:

  • სომხეთი – B1; პოზიტიური

  • ალბანეთი – B1; სტაბილური

  • აზერბაიჯანი – Ba2; სტაბილური

  • ხორვატია –  Ba2; სტაბილური

  • ფიჯი – Ba3; სტაბილური

  • სერბეთი – Ba3; სტაბილური

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, თურქეთის შეფასებაა Ba3 ნეგატიური, რუსეთის კი Baa3 სტაბილური.

სააგენტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, ხოლო მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.

03-05-2019

წყარო: infonews.ge

05-06-2019

5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა

17-07-2023

SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს

01-11-2022

თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

01-11-2022

თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

05-06-2019

5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა

17-07-2023

SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ