„ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“ - როგორ ხდებოდა თბილისში K2 კოეფიციენტის მიღება
ნავიგატორი
2365


„ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“ - როგორ ხდებოდა თბილისში K2 კოეფიციენტის მიღება

გენგეგმის ავტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, 6 მილიონ კვ.მ ფართობზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, მათზე კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაცია არ გავრცელდება.

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნებართვებიდან რამდენს აქვს K2 კოეფიციენტი ნაყიდი.

„იყო ასეთი მავნე პრაქტიკა, რომ გარკვეული საფასურის ფასად ხდებოდა სართულების და ფართის მატება. ამით კი დიდ მოგებაზე გადიოდა ინვესტორი, მაგრამ ქალაქს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. ჩვენ მივიღეთ მახინჯი და არაადეკვატური შენობები, რომელიც 4-5-სართულიანი კორპუსების გვერდით განთავსდა.

სამი წლის წინ პირველი, რაც გენგეგმამ მერიას შესთავაზა განაშენიანების წესებში K2 კოეფიციენტის შესყიდვის შეზღუდვა იყო. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება და კოეფიციენტების მატება ცენტრალურ უბნებში აკრძალეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმით (გრგ) ეს კოეფიციენტის მატების უფლება მაინც დარჩა ინვესტორს. კახა კალაძის წინადადება ძალიან გაბედული ნაბიჯია და ეს დაშვება, რომლის მიხედვითაც გრგ-თი კოეფიციენტის მატება შესაძლებელი იყო, აღარ იარსებებს. ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღიკვეთება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

15-02-2019

წყარო: bpn

25-11-2019

სოციალური მეწარმეობა ტრეინინგი სამოქალაქო აქტივისტებისათვის

20-02-2019

კრისტალმა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

18-02-2019

„რეზონანსი" - 5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

25-11-2019

სოციალური მეწარმეობა ტრეინინგი სამოქალაქო აქტივისტებისათვის

20-02-2019

კრისტალმა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

18-02-2019

„რეზონანსი" - 5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ