|
| 2027 |
|---|
საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება
| საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება, რომელიც მოქმედ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეცვლის. თურქ ეკონომისტ სელიმ ჩაკირს სავალუტო ფონდსა და საერთაშორისო ბანკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩაკირი თურქული ბანკის, TEB (Türk Ekonomi Bankası) მთავარი ეკონომისტი იყო, მუშაობდა „ბიენპი პარიბაშიც“ (BNP Paribas). ჩაკირი უკვე თბილისშია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად შეხვედრებს მართავს. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. მისიის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები იმართება. |

07-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
11-04-2019 საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი |
|---|
|
22-03-2019 ნათია თურნავა: „„ხელედულა ჰესის" პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს" |
|
15-04-2019 საბანკო რეგულაციები და შეზღუდვები სესხებზე - ეკონომისტები რეფორმას გაუაზრებელს უწოდებენ |
|
02-04-2019 ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით |