|
| 1653 |
|---|
კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
| უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, სახელმწიფო ბიუჯეტის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უკრაინის რადის სპიკერის ანდრეის პარუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ დეპუტატი კატარში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Intercontinental Doha-ს აუზში ცურავს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პარუბი პარლამენტთაშორისი კავშირის 140-ე ასამბლეას ესწრებოდა. პარლამენტარის გამგზავრების თანხა უკრაინის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. |

07-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-04-2019 პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა |
|---|
|
30-04-2019 დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა |
|
17-02-2019 ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია. |
|
10-04-2019 ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა |