|
| 1852 |
|---|
ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო
| ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ბილაინის მხარდაჭერით ხორციელდება. Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გახსნა. ჰაკათონში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ თემებზე: Agro Logistics; Agro Tourism; Agroforestry; Animal Protein; Animal Husbandry; Dairy Alternatives; Drones and Robots; Education (Food/Agriculture); Farm Management Software; Farmers Incomes; Food E-Commerce ; Food Preservation; Food Science; Food Traceability and Safety; Health and Wellness; Indoor Agriculture; Manufacturing; Warehousing; Marketplaces; Material Science; New Farms; Nutrition; Packaging and Design; Precision Agriculture; Predictive Data Analytics; Sensors; Smart Irrigation; Snacks and Beverages; Waste Technology. Future Agro Challenge-ის გამარჯვებული 12 მაისს გამოვლინდება. იგი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში 2019 წლის 7-11 სექტემბერს. |

13-05-2019
წყარო: on.ge
|
08-09-2022 ნომინაცია წლის სოციალური საწარმო 2022 გამოცხადდა |
|---|
|
02-05-2019 მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად |
|
03-07-2019 ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია |
|
16-03-2023 საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024 |