ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია
ნავიგატორი
1652


ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში, საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ ცხრა ინდიკატორში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და სტარტაპებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.

„აღნიშნული წარმატება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის მართებულობას და ეფექტიანობას, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და შექმნას ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის მიზნით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

03-07-2019

წყარო: 1tv.ge

10-04-2019

ნიგერიაში, ბანკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა

29-05-2019

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ

23-12-2022

30 UNDER 30 • Forbes-ის 2022 წლის სიის რეგისტრაცია იწყება

25-06-2019

ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა

25-06-2019

ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა

10-04-2019

ნიგერიაში, ბანკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა

29-05-2019

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ

23-12-2022

30 UNDER 30 • Forbes-ის 2022 წლის სიის რეგისტრაცია იწყება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ