ღვინის ეროვნული სააგენტო - ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1478

ღვინის ეროვნული სააგენტო - ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 88% (354874 ბოთლი), ჩინეთი – 19% (3554127) და პოლონეთი – 16% (1821802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 120% (55908), ლიეტუვა – 68% (315306), მონღოლეთი – 68% (146892), ბელარუსი – 32% (889002), ისრაელი – 20% (131184), კანადა – 12% (83220), გერმანია – 11% (317771), ესტონეთი – 11% (326966), რუსეთი – 6%, (25582447), მოლდოვა – 3618% (263210 ) და ა.შ. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 7304286 ბოთლი, „მუკუზანი“ – 2328699, „წინანდალი“ – 1829563, ახაშენი – 750244, „ხვანჭკარა“ – 480890 და ა.შ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექვსი თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%). მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).

03-07-2019

წყარო: 1tv.ge

15-03-2019

დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში პიტერ ვიბლერს შეხვდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ