|
| 1848 |
|---|
ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა
| აშშ-ში ბიტკოინის ღირებულებამ $7000 გადააჭარბა, - წერს Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ. კრიპტოვალუტის ბრუნვა გასულ შაბათ-კვირას გაიზარდა. კვირის ბოლოს სავალუტო ბირჟებზე ბიტკოინის ღირებულებამ $6957,73 შეადგინა, ვაჭრობა $ 7585 ნიშნულზე დაიხურა. მისი ღირებულება 11%-ით გაიზარდა. CNN-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2019 წელს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების კურსი სტაბილური და აღმავალი იქნება. ბიტკოინის აღმავალი ტენდენცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა. 2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. |

13-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
26-03-2019 ევროკომისიამ Nike დააჯარიმა |
|---|
|
18-02-2019 ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს |
|
23-05-2019 კონსულტაციის დღე მაისში |
|
23-03-2023 ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის |