ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა
ნავიგატორი
2055

ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, იმპორტიორებისთვის და მწარმოებლებისთვის დღევანდელი კურსი კრიტიკულია.

მისი შეფასებით, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე მოსალოდნელია ფასების ზრდა.

„სადისტრიბუციო კომპანიები და მწარმოებლები ფასების გაზრდისგან ყოველთვის თავს იკავებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად თავიანთ მარჟებში მოიკლონ, მაგრამ კურსი, რომელიც 2.8-ს გადასცდა არის კრიტიკული ნიშნული. როდესაც ბიუჯეტი 2.63-ზეა გათვლილი, ლოგიკურია, რომ ბიზნესმა, იმპორტიორმა კომპანიამ გათვლა გააკეთოს 2.7-ზე. ნებისმიერი რყევა, რომელიც 2.7-ს ასცდება, არის საკმაოდ პრობლემური”, – აღნიშნა ჭყონიამ.

დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ასევე იზრდება ფასები საწვავზე და ნედლეულზეც.

„შეიძლება, ეს ბაზარზე დღეს არ აისახოს, მაგრამ უახლოეს კვირებში ან ერთ თვეში, რა თქმა უნდა, გამოჩნდება და აისახება. სამწუხაროა, რომ პასუხსაც ვერ ვიგებთ ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

29-05-2019

წყარო: 1tv.ge

29-05-2019

ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის

26-10-2022

რონდელის ფონდის კონკურსი

25-05-2023

საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება

23-02-2019

ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ