|
| 1740 |
|---|
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა
| საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ქალაქი -18,0 %; სოფელი – 23,1 %; საქართველო – 20,1 %. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 21,9% იყო, ქალაქში 18,6 %, სოფლად კი 26,6%. მედიანური (ანუ საშუალო) მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი ასეთია: საქართველო 20,5%, ქალაქი 17.2%, სოფელი 25,4%. მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი საქართველოს მასშტაბით 7,6 %-ს, ქალაქად 6,6%-ს, სოფლად კი 9,1 %-ს შეადგენს. სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება. |

30-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
18-02-2019 2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა |
|---|
|
15-11-2022 Crystal Ball Photo Documentalists Contest |
|
09-02-2023 თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|
04-05-2019 ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა |