სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები
ნავიგატორი
4079


სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები

თამბაქოზე ფასების თითქმის გაორმაგებამ ქართველი მწეველების არც თუ ისე მცირე ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან თუთუნზე გადაიყვანა.

რამდენად იაფი უჯდება რიგით მწეველს თუთუნის მოხმარება სიგარეტთან შედარებით?

საშუალო ხარისხის ფილტრიანი სიგარეტი დღესდღეობით დაახლოებით 5 ლარი ღირს. ამგვარად, თუ მწეველი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს მოიხმარს, მისი თვიური ხარჯი 150 ლარი იქნება. 100 გრამი საშუალო ხარისხის თუთუნის ფასი 5ლარიდან 8 ლარამდეა. იგივე დონის მწეველი თვეში დაახლოებით 700-800გრამ თუთუნს მოიხმარს, რაც თანხით მაქსიმუმ 65 ლარია. შედეგად, მივიღეთ ნახევარზე ნაკლები ხარჯი, რაც სიგარეტის მოხმარებისას გვქონდა.თუმცა, არის ვარაუდი, რომ დროთა განმავლობაში თუთუნის ფასიც დაიწყებს მომატებას, რაც სრულიადაც არაა უსაფუძვლო, რადგან მისი ამჟამინდელი ფასი რეალობას არ შეესაბამება.საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც, ფილტრიან სიგარეტზე, თუთუნზეც არსებობს აქციზის გადასახადი, რაც ამჟამად 35 ლარია, თუმცა მას რეალიზატორების უმეტესი ნაწილი არ იხდის.აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს კონტროლის ალიანსში მუშაობენ აქციზის ფასის გაზრდაზე და ვარაუდობენ, რომ ის მინიმუმ 100 ლარი მაინც უნდა ღირდეს კილოგრამ თუთუნზე და ამასთან გამკაცრდება კონტროლი მის გადახდაზე.შესაბამისად, თუ ამჟამად თუთუნის საშუალო ფასი 100გრამი - 5-8 ლარია, ახლო მომავალში არაა გამორიცხული, რომ ის 15-18 ლარი გახდეს. ამ შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი მწეველის ხარჯის მაგალითის სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება, კერძოდ, თვიური ხარჯი 65 ლარიდან გაიზრდება დაახლოებით 140 ლარამდე, რაც უკვე დიდად აღარ ჩამოუვარდება დაფასოებულ ფილტრიან სიგარეტზე ხარჯს( თვეში 150ლარი).

P.s. თამბაქოს მოხმარება საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ამიტომ შეეცადეთ სიგარეტის ალტერნატივაზე კი არა, მის თავის დანებებაზე იფიქროთ.

30-05-2019

წყარო: intermedia.ge

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

29-05-2019

მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული

10-05-2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

21-03-2019

თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ

21-03-2019

თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

29-05-2019

მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული

10-05-2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ