|
| 2017 |
|---|
ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა — ნათია თურნავა
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაქციები არაადეკვატური იყო. რუსთავი 2-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა და "რეაქცია აშკარად გადაჭარბებულია". "აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე, ვერ იქნებოდა საუბარი. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია...აშკარად არაადეკვატური იყო ეს რეაქცია იმ დოკუმენტის სტატუსისა და მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა",— აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ამ დოკუმენტის გაცემა მასთან არ იყო შეთანხმებული და ამ საკითხზე შიდა მოკვლევა დაიწყო. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გუშინ , 30 მაისს გაუქმდა. ამას წინ უძღოდა ანაკლიის კონსორციუმის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობამ მათ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუმალა. |

31-05-2019
წყარო: on.ge
|
02-04-2019 ნავთობმა ახალი კვარტალი გაძვირებით დაიწყო |
|---|
|
14-03-2019 საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა |
|
23-11-2022 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსს აცხადებს |
|
17-09-2020 30 ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება |