თბილისში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი ტარდება
ნავიგატორი
1841


თბილისში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი ტარდება

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მე-11 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ ტარდება.

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმი მოიცავს ურბანული განვითარების თემატიკას და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში აქტიურად განიხილება. ფორუმის პირველი სესია ქალაქის განვითარების სტრატეგიას მიეძღვნა და მსჯელობა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით წარიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის სწორად განვითარება ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ მიზნით, დედაქალაქის მერი ექსპერტების ჩართულობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„დღეს აქ, ფორუმზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ხალხს აწუხებს. ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის შეფასება ურბანული განვითარების ერთიანი კონტექსტის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ეს ღონისძიება სწორედ ურბანულ საკითხებზე ორიენტირებული სესიით იხსნება, რომელიც მიეძღვნება ურბანული განვითარების სტრატეგიას.

31-05-2019

წყარო: pia.ge

16-05-2023

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

11-04-2019

ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ

24-02-2019

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის

24-02-2019

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის

16-05-2023

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

11-04-2019

ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ