წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია
ნავიგატორი
1653


წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3 პროცენტს აღემატება.

საქსტატის ცნობით, წლიურად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, მათ შორის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 33.7 პროცენტით, თევზეულზე – 13.5 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე – 11.6 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 7.2 პროცენტით, ასევე მინერალურ წყლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 4.8 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 19.9 პროცენტით.

ერთ წელიწადში ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე  – 44.6 პროცენტით; პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.4 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 1.6 პროცენტით; გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე – 6.4 პროცენტით; სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე – 4.5 პროცენტით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 2.9 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 1.6 პროცენტით.

03-06-2019

წყარო: 1tv.ge

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

25-03-2019

მარკეტოლოგი და მენეჯერ-ანალიტიკოსი - რომელია მომავლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია

25-06-2019

იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

12-09-2019

თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა

12-09-2019

თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

25-03-2019

მარკეტოლოგი და მენეჯერ-ანალიტიკოსი - რომელია მომავლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია

25-06-2019

იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ