იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში
ნავიგატორი
1864


იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

„წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“ განაცხადა.

 

„ჩვენ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს ამ გამოფენაში. ისრაელის სახლი წარმოადგენს თავის საქმიანობას. ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. 1 ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში.

 

ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს, ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროში ორმხრივი მუშაობით ევროსაბჭოსთან ერთად, შევძლებთ ყოველწლიური ზრდა 50% შევინარჩუნოთ მომავალ წელსაც“,- განაცხადა იციკ მოშემ.

25-06-2019

წყარო: reportiori.ge

11-11-2022

ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

13-05-2019

თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა

17-03-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

17-03-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

11-11-2022

ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

13-05-2019

თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ