|
| 1915 |
|---|
იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა
| 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები) იყო. ამასთან, იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 025.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება. |

13-06-2019
წყარო: bpn.ge
|
29-03-2019 USAID/Georgia G4G ულოცავს მე-5 ქალთა კონფერენციის ნომინაციებში გამარჯვებულ ქალბატონებს ანა გოგუაძეს |
|---|
|
22-03-2019 გერმანიის ხელისუფლება ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსიას გადახედავს |
|
19-03-2019 არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია |
|
25-10-2022 26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება |