|
| 1818 |
|---|
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს
| ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. რეგიონში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტია წარმოდგენილი. ღონისძიებაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია. საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან. წელს, გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები. საკუთარ სტენდზე ფრანგი სტუმრები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე. |

13-06-2019
წყარო: imedinews.ge
|
28-12-2022 აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად |
|---|
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES INSTITUTES FOR SECONDARY SCHOOL EDUCATORS |
|
12-03-2019 BPN Georgia-ში სიახლეა! |
|
07-05-2019 ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა |