საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო
ნავიგატორი
1853


საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო

17 ივნისს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში”  პარტნიორობით, საგანმანათლებლო პროექტი - „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” დაიწყო.

პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.  პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს აკადემია და დამსაქმებელთა ასოციაცია არიან.

პირველ ეტაპზე, პროექტის პარტნიორმა და თანაპარტნიორმა ორგანიზაციებმა უკვე მოახდინეს ტრენერთა ნომინირება. ორი კვირის განმავლობაში  მათი გადამზადება მოხდება.  სამომავლოდ კი, საქართველოს მასშტაბით,  გადამზადებული ტრენერები მიკრო და მცირე მეწარმეებს მოდულებში: „შეიმუშავე შენი იდეა“  და „დაიწყე შენი ბიზნესი“ გადაამზადებენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი „განავითარე შენი ბიზნესი“ უკავშირდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირ მეწარმეობის საგრანტო კომმპონენტს. კერძოდ, საგრანტო კონკურსის მსვლელობისას, ქალი მეწარმეების, შშმ და იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სერტიფიცირებულ პირებს  ერთი ბონუს ქულა დამატებით მიენიჭებათ, თუმცა  კონკურენციაში არ შევლენ ჩამოთვლილი კატეგორიების ქვეშ მყოფ პირებთან.

17-06-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

25-03-2019

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

25-03-2019

რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?

25-03-2019

რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?

25-03-2019

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ