ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001006 დასრულებული

საგრანტო კონკურსი მედია ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

წყარო: GCSD

განაცხადის ბოლო ვადა
29.10.2021
საიტზე დამატებულია
08.10.2021

კონკურსის შესახებ:

GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 29 ოქტომბერი, 2021 წელი (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: სამშაბათს, 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 21-002.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება".

GCSD არის მიუკერძოებელი და ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაცია. GCSD წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე ანალიტიკურ კვლევით ცენტრს საქართველოში. ჩვენი ღირებულებები ეფუძნება თანასწორობის, ადამიანის თავისუფლების, პატივისცემის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის პრინციპებს.

GCSD - ის ძირითად მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება; მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.

მიზნებიდან გამომდინარე, GCSD - ის საქმიანობა მოიცავს: კვლევას, კონსულტაციას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.


წყარო: http://regmarket.ge