projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
258


გლობალური მტკვარი II - წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა

უნიკალური ნომერი: 000103

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ შეთანხმებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრას, აღნიშნული გეგმის მიმდინარე პროექტების ცხრილისა და წყლის რესურსების ეროვნული ინტეგრირებული გეგმების განხორციელების გზით, რათა უზრუნველყოს ტრანსსასაზღვრო მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ერთობლივი გამოყენების გაძლიერება და ჰარმონიზება. პროექტი შედგება ხუთი კომპონენტისაგან: 1. ინსტიტუციური მმართველობის მხარდაჭერა; 2. პროფესიული განვითარება და შესაძლებლობათა გაძლიერება სხვადასხვა სექტორში არსებული წყლის მართვის სპეციალისტებისათვის; 3. კრიტიკულ ადგილებში ზეწოლის შემცირების ღონისძიებები; 4. დაინტერესებული მხარეების განათლება და გაძლიერება; და 5. მეცნიერების გაძლიერება მმართველობისათვის.


მოსალოდნელი შედეგები:

კომპონენტი 1: ინსტიტუციური გაძლიერება.

შედეგი: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ეფექტური ჩარჩოს შემუშავება ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე.

კომპონენტი 2: ეროვნული შესაძლებლობების გაძლირება მდინარე მტკვრის აუზში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განსახორციელებლად.

შედეგი: სექტორული სამინისტროების და სააგენტოების შესაძლებლობათა გაძლიერება წყლის რესურსების ეროვნული ინტეგრირებული გეგმების წარმატებული ჰარმონიზებისა და განხორციელებისათვის.

კომპონენტი 3: ზეწოლის შემცირების ღონისძიებები.

შედეგი: ზეწოლის შემცირება კრიტიკულ ადგილებში და წინასწარი ტექნიკურ- ეკონომიკური კვლევების შემუშავება მდინარის სისტემის სიჯანსაღის გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციების მხარდასაჭერად.

კომპონენტი 4: დაინტერესებული მხარეების განათლება და გაძლიერება.

შედეგი: მიზნობრივი განათლების და ჩართულობის პროექტები დაინტერესებული მხარეების გაძლიერების მიზნით ადგილობრივი/ეროვნული/რეგიონული ქმედებების განხორციელებისათვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად.

კომპონენტი 5: მეცნიერების გაძლიერება მმართველობისათვის.

შედეგი: მონიტორინგის, ინფორმაციის მართვისა და მონაცემთა ანალიზის სისტემების გაძლიერება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისათვის.


მიზნობრივი ტერიტორია: აზერბაიჯანი, საქართველო

სფერო: წყლის რესურსები

დონორი: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)

განმახორციელებელი: გაეროს განვითარების პროგრამის სტამბულის რეგიონული ოფისი

საკონტაქტო პირი: მერი მეთიუსი

ელ-ფოსტა: mary.matthews@undp.org

მისამართი: World Business Center, 18th Floor, suite 2, Nasimi, Suleyman Rahimov, 309/53, Baku, AZ

ბიუჯეტი: USD 5,329,452.00


მტკვარი II - წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა

დამატებულია: 22-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 442 დღე;


15-03-2019

AWS Activate Offer for Startups

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

19-09-2019

კონკურსი ვებ-გვერდით დიზაინზე

06-05-2019

ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ტერიტორიების კონსერვაციის საქმეში

06-05-2019

ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ტერიტორიების კონსერვაციის საქმეში

15-03-2019

AWS Activate Offer for Startups

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

19-09-2019

კონკურსი ვებ-გვერდით დიზაინზე


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ