ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001034 დასრულებული

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
30.11.2021
საიტზე დამატებულია
10.11.2021

კონკურსის შესახებ:

"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action - GAGGA).

საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

პროექტების სავარაუდო თემები:

** აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
** ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
** გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
** გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა
** ქალთა ჯგუფების და ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიების ორგანიზება მწვანე საკითხებზე

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
პროექტების ხანგრძლივობაა 8-დან 10 თვემდე.

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2021 წლის დეკემბრის ბოლოს.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org. საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org


წყარო: http://jobs.ge