საგრანტო კონკურსი - ქალთა შრომითი უფლებები
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში
- განაცხადის ბოლო ვადა
- 23.12.2021
- საიტზე დამატებულია
- 28.11.2021
კონკურსის შესახებ:
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "ფონდი - ღია საზოგადოება".
საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა გაძლიერებას, ქალთა შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. კონკურსის მიზანია, აგრეთვე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერება.
ქალთა ფონდი საქართველოში მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს ქალთა შრომითი უფლებების ჭრილში.
უპირატესობა მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს:
** ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლება;
** სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო პოლიტიკის გატარება და შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერა;
** ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ადვოკატირების კამპანიები;
** სამუშაო ადგილებზე ქალ დასაქმებულთა გაძლიერება, მათ შორის, შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურებისა და სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების გზით;
კონკურსის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:
** ქალების თანაბარი ხელმისაწვდომობა დასაქმებაზე;
** გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე;
** ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება;
** შრომის ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სეგრეგაცია;
** შევიწროება და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე;
** დეკრეტული შვებულების გაცემასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამოწვევები;
** ოჯახური და სამსახურებრივი ვალდებულებების ურთიერთშეთავსების ხელშემწყობი გარანტიები;
** ქალთა უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები: ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები;
** საერთაშორისო ვალდებულებები, სტანდარტები და ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები;
** აუნაზღაურებელი შრომა და ზრუნვის ეკონომიკა;
** გენდერული უთანასწორობა შრომით ბაზარზე - სტრუქტურული მიზეზები და პოლიტიკა;
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
** ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა ან შრომით უფლებებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
** ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი არ აღემატება $500 000-ს.
** საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს $5000. პროექტების ხანგრძლივობა 10-12 თვე.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 23 დეკემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის იანვარში.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
წყარო: http://jobs.ge