ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001060 დასრულებული

კონკურსი სათემო ფონდების მხარდასაჭერა

წყარო: ფონდი ტასო

განაცხადის ბოლო ვადა
11.02.2022
საიტზე დამატებულია
16.01.2022

კონკურსის შესახებ:

"ფონდი ტასო", "თანასწორობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, და თანამშრომლობით "ქალთა ფონდთან საქართველოში", ახორციელებს 2-წლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს: სათემო ფონდების ფილანთროპიული საქმიანობის მხარდაჭერა.

კონკურსის მიზნები:

** საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სოფლად;
** სათემო ფონდის საქმიანობის მედეგობის მხარდაჭერა;
** სათემო ფილანთროპიის განვითარება საქართველოში;
** სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა თემში.

მონაწილეობის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში ქალთა ლიდერობით მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც გაცხადებული აქვთ გრანტგაცემა, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა; მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ორგანიზაციას ფილანთროპიული საქმიანობის გამოცდილება წარსულში.
** განმცხადებელი სათემო ფონდი სასურველია ჩაერთოს კონკურსის მონაწილეთა კონსულტირების პროცესში (იხ. ქვევით);
** მხარდაჭერილი სათემო ფონდი ფილანთროპიულ საქმიანობას "ფონდთან ტასო" თანამშრომლობით განახორციელებს: კოორდინაცია, ტექნიკური დახმარება და მონიტორინგი;
** საკონკურსო პროექტები უნდა შემუშავდეს დართული განაცხადის ფორმისა და ამ დოკუმენტის (კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობის პირობები) მოთხოვნათა სრული დაცვით.

დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნება:

** ცოდნა სამიზნე თემის (თემთა) კონტექსტის შესახებ;
** ადამიანური რესურსი თემში, ინიციატივები და მზადყოფნა სამოქმედოდ;
** შედეგის მისაღწევად მიმართული დამაჯერებელი დაგეგმარება საკონკურსო პროექტში;
** საკონკურსო პროექტში მითითებულ რეკომენდატორთან გასაუბრების შედეგი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

** წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად "ფონდისგან ტასო" მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 18 000 ლარს;
** თუ პროექტის ღირებულება აღემატება "ფონდისგან ტასო" მოთხოვნილ თანხას, გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ თანადაფინანსების წყარო და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
** საკონტაქტო ტელეფონები პროექტის მონაწილეთა საკონსულტაციოდ: მარინა თაბუკაშვილი: 595 424279; ეკატერინე წურწუმია: 577 994237;
** საკონკურსო პროექტი, დანართებითურთ, "ფონდს ტასო" ელ. ვერსიის სახით ეგზავნება მისამართებზე eka@taso.org.ge; Nino110a@gmail.com

კონკურსის გამოცხადება: 14 იანვარი, 2022

განმცხადებელთა ინდივიდუალური კონსულტირება (სატელეფონო, ყოველდღე, უქმეების გარდა - სამუშაო საათებში): 17 იანვარი - 11 თებერვალი, 2022;
ჯგუფური კონსულტაციები მოცემულ Zoom ბმულზე: 21 იანვარს 2 საათზე -https://us02web.zoom.us/j/9672273892 და 3 თებერვალს, 2 საათზე - https://us02web.zoom.us/j/9672273892.

საკონკურსო პროექტების "ფონდში ტასო" ჩაბარების საბოლოო ვადა: 11 თებერვალი, 2022


წყარო: http://jobs.ge