კონკურსი სასტუმროს შეჩევაზე
წყარო: World Vision
- განაცხადის ბოლო ვადა
- 08.02.2022
- საიტზე დამატებულია
- 24.01.2022
კონკურსის შესახებ:
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ვორლდ ვიჟენის" ფილიალი საქართველოში იწვევს თბილისის ცენტრალურ უბნებში განლაგებულ სასტუმროებს წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
ვორლდ ვიჟენის ფილიალს საქართველოში პროგრამების განხორციელებისას მუდმივად სჭირდება თბილისში სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურება. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია, რათა შემდგომში დაგიკავშირდეთ კონკრეტული დაჯავშნის მოთხოვნით ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან ხანგრძლივი ვადით და მხოლოდ მათ დაუკავშირდებიან შემოთავაზებებისთვის გრძელვადიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
განმარტებებისთვის მიმართეთ:
World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
დ. უზნაძის ქ. 78, მეორე სართული, თბილისი
geoo_tender@wvi.org
განაცხადების წარდგენა:
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. კომპანიის რეგისტრაციის ფორმა, თანდართული ფორმის მიხედვით;
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. სასტუმრო/საკონფერენციო მომსახურების დეტალური აღწერა, ფოტოების ჩათვლით;
4. ხელმოწერილი ქცევის კოდექსი (თანდართულია).
განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geo_procurement@wvi.org, ისევე როგორც დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 8 თებერვალი, 2022 წელი, 24:00. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Hotels in Tbilisi 2022-2025".
წყარო: http://jobs.ge