ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000107 დასრულებული

პროექტი „დანერგე მომავალი“

წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2020
საიტზე დამატებულია
22.01.2019

პროექტის აღწერა:

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.


პროექტი მიზნად ისახავს:

1) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.


დანერგე მომავალი ცვლილებები 2017 წელი.pdf დანერგე მომავალი ცვლილება 3.11.2016.pdf დანერგე მომავალი-ცვლილება.pdf დადგენილება 26.08.2015.pdf დანერგე მომავალი.pdf დადგენილება პროგრამაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.pdf

პროექტის კომპონენტები :

​​​​​​​