აგროდაზღვევა
ნავიგატორი
2661


აგროდაზღვევა

უნიკალური ნომერი: 001427

კონკურსის შესახებ:

აგროდაზღვევა

თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები, სახელმწიფო გთავაზობთ აგროდაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ სავარაუდო რისკები და შეინარჩუნოთ შემოსავალი.

თქვენ შეგიძლიათ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და დააზღვიოთ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვები (მოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

ფერმერს ან სოფლად მცხოვრებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში:

  • ალდაგი
  • სადაზღვევო კომპანია პრაიმი
  • არდი
  • თიბისი დაზღვევა
  • ნიუ ვიჟენ დაზღვევა
  • საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს.

დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

ერთწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისების გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია იმ წლის მოსავალი.

მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია არა უმეტეს 3 წლის მოსავალი.

დაზღვევის მისაღებად ფერმერს მხოლოდ 4 დღით მოცდა მოუწევს.

პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლისის ვადა იქნება არანაკლებ ერთი თვე და არ გადაცდება მოსავლიანობის პერიოდს. დაზღვევა ამოქმედდება მომდევნო წლის მოსავლიანობისას, როგორც კი მიმდინარე წლის მოსავლის აღების დრო ამოიწურება.

მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ფერმერი საკუთარ სადაზღვევო თანხის პირველ შენატანს გადაიხდის. ამასთან, ფერმერმა მომავალი წლის მოსავლის სადაზღვევო თანხა უნდა გადაიხადოს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის (კონკრეტული კულტურის) მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

დანართი # 6-ზიანის დარეგულირების სახელმძღვანელო


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 10-04-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9270 დღე;






04-07-2024

Travel Grants for Civil Society Organizations (CSOs)

23-11-2022

EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II

10-02-2023

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

10-02-2023

ტურიზმის განვითარება

10-02-2023

ტურიზმის განვითარება

04-07-2024

Travel Grants for Civil Society Organizations (CSOs)

23-11-2022

EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II

10-02-2023

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ