|
3384 |
---|
![]() |
ბიზნეს უნივერსალი |
უნიკალური ნომერი: 001071
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და ითვალისწინებს ახალი საწარმოების შექმნას და არსებულის გადაიარაღებას.
პროგრამა ფარავს შემდეგ რეგიონებს:
იმერეთი
გურია
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
დაფინანსების მოცულობა:
*კომერციული ბანკების შემთხვევაში
სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%;
სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
*ლიზინგის შემთხვევაში
ლიზინგის კომპონენტის ფარგლებში სააგენტო სალიზინგო პროექტის ვადით ახორციელებს ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას სალიზინგო პროექტის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
ლიზინგის საგნის მინიმალური ღირებულება შეადგენს 50 000₾, ხოლო მაქსიმალური 10 000 000₾.
წყარო: აწარმოე საქართველოში
რეგიონი: გურია; იმერეთი; კახეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი;
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 04-02-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 10111 დღე;
15-06-2022 მცირე საგრანტო პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის |
---|
12-06-2022 კონკურსი სასამართლოსა და აკადემიის ჩართულობის პროექტებისთვის |
15-06-2022 საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად |
25-01-2019 სტარტაპ სესხი – თიბისი ბანკი |