ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024
ნავიგატორი
294


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024

უნიკალური ნომერი: 001804

კონკურსის შესახებ:

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსსევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024”.

კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  6. საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  7. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;

თითოეული გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ მიქაძე, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ინფორმაცია პრიზის შესახებ:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.

2024 წელს, ,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ ევროკავშირის პრიზის კატეგორიათა შორის აღარ იქნება, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში (EUMM) აქცენტი გადააქვს დამწყები ჟურნალისტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონფლიქტების გაშუქების სფეროში. ახლადშემუშავებული პროექტების მეშვეობით, რომლებიც კონკრეტულად ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვისაა გამიზნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს შეუწყობს ამბების გაშუქებას ისე, რომ წაახალისოს თემებს შორის ნდობის ჩამოყალიბება და მშვიდობა, რაც, მისიის მანდატის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.


წყარო: https://eu4georgia.eu/

დამატებულია: 22-07-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10-10-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 27 დღე;






02-05-2024

საგრანტო კონკურსი

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

15-02-2023

სასწავლო გრანტი სტარტაპებისათვის

10-02-2023

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

10-02-2023

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

02-05-2024

საგრანტო კონკურსი

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

15-02-2023

სასწავლო გრანტი სტარტაპებისათვის


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ