ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001127 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
13.05.2022
საიტზე დამატებულია
27.04.2022

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი" (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მცხოვრები (18-35 წლის) ახალგაზრდებისთვის, პროექტის "#GEONext - პარტნიორობა ახალგაზრდობის ჩართულობისთვის" ფარგლებში. პროექტი, რომელიც ფინანსურად მხარდაჭრილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მათ მხარდაჭერას. პროექტის გუნდი ასევე გამოკვეთს ადგილობრივების საჭიროებებს და ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციაზე, ინკლუზიაზე, კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობაზე, და რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებაზე გუნდური ინიციატივების განხორციელებას.

საგრანტო კონკურსის ტექნიკური დეტალები.

1. ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?

საგრანტო კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს (18-35 წელი) მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა მცირე საინიციატივო ჯგუფების სახით (თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 3 მონაწილე). ნებისმიერ აქტიურ ახალგაზრდას, მათ შორის #GEOYOUTH2020-21-ის მონაწილეებს და მათ, ვისაც არ მიუღიათ მონაწილეობა წინა წლების პროგრამებში, შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით დააკომპლექტონ პროექტის სამუშაო ჯგუფები (ქვეგრანტის შერჩეული პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წლის 1 ივნისი - 15 სექტემბერი.

2. რა ფორმატის უნდა იყოს საგრანტო პროექტი?

პროექტით დაინტერესებულ საინიციატივო ჯგუფს ევალება, აირჩიოს აქ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთი, როგორებიცაა დიჯიტალიზაცია, ინკლუზია, კლიმატის ცვლილება, მდგრადობა და რეგიონაული ეკონომიკური განვითარება ყურადღებით გაეცნოს თემატიკასთან დაკავშირებულ გამოწვევას და დაგეგმოს მისი გადაჭრის გზებზე მუშაობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჯამში შეირჩევა 8 ჯგუფი, საიდანაც 2 ჯგუფი იმუშავებს ზემოთ გამოთვლილი თემებიდან თითოზე. პროექტის საინიციატივო ჯგუფი თავისუფალია პროექტის ფორმატში.

3. რა არის პროექტის ბიუჯეტი?

პროექტი ბიუჯეტი შეადგენს 700 ევროს ექვივალენტი ლარში. პროექტის დასაწყისში გრანტის მიმღები განკარგავს 80%-ს, ხოლო ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი ის მიიღებს დარჩენილ 20%-ს. პროექტის გუნდს ევალება პროექტის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს პროექტის წერილობითი და ფინანსური ანგარიში. პროექტის განხორციელების პროცესში GIP მონაწილეებს მიაწვდის მითითებებს ანგარიშის ფორმებთან დაკავშრებით.

4. როგორ მივიღო მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმა (იხ. დანართი) 2022 წლის 13 მაისის, 23:59 სთ-ის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე geonext2022applications@gmail.com გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითეთ -#GEONEXT_project proposal.

სულ შეირჩევა რვა საგრანტო პროექტი.


წყარო: http://jobs.ge