|
18598 |
---|
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001136
ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული საწარმოების გაფართოების ან/და გადაიარეღების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს დაფინანსების პროგრამას.
პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.
პროგრამის ამოცანა
ა) ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიზნობრივ რეგიონებში პროექტების დაფინანსების გზით;
ბ) მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: გურია; იმერეთი; კახეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი;
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები; ინფრასტრუქტურა და მშენებლობა; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 07-05-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9270 დღე;
23-01-2022 შარქ თენქ საქართველო |
---|
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
06-02-2024 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა |
04-04-2023 საგრანტო კონკურსი "ახალი დემოკრატიის ფონდი" |