ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირება
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.06.2022
- საიტზე დამატებულია
- 12.06.2022
კონკურსის შესახებ:
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „გენდერისა და თანასწორობის შესახებ დანიის ცოდნის ცენტრი“.
საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა გაძლიერებას, ქალთა შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. კონკურსის მიზანია, აგრეთვე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების კოლექტიური მუშაობის წახალისება, არაფორმალური, სადისკუსიო სივრცის შექმნა და სოლიდარობის გაღვივება.
უპირატესობამიენიჭებასოციალურცვლილებებზეორიენტირებულინიციატივებსქალთაშრომითიუფლებებისჭრილში. საგრანტოპროგრამისთემატურიმიმართულებებიმოიცავს, თუმცაარშემოიფარგლებაშემდეგით:
-
ცნობიერების ამაღლება: ინდივიდუალური შრომითი უფლებები, კოლექტიური შრომითი ურთიერთობები, სოლიდარობა, გაერთიანების თავისუფლება, გაფიცვა, მედიაცია და სხვ.
-
არაფორმალური სადისკუსიო სივრცეების შექმნა ქალებისთვის ქალაქებსა და სოფლებში მათი ჩართულობის გასაზრდელად;
-
აუნაზღაურებელი შრომა და ზრუნვის ეკონომიკა;
-
დასვენების ცნებისა და ღირებულების შესახებ ცნობიერების გაზრდა;
-
გენდერული უთანასწორობა შრომით ბაზარზე - სტრუქტურული მიზეზები და პოლიტიკა; ქალთა უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები;
-
პირველადი პროფკავშირების შექმნა და მათი ხილვადობის გაზრდა მედიაკამპანიების გზით;
-
ადვოკატირება შშმ პირთა მშობლებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, ქვიარ ოჯახებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის მხარდასაჭერად; ზრუნვის შრომაში არსებული პრობლემების გამოვლენა და რეაგირება;
-
დასაქმების ადგილზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტიგმის დაძლევა;
-
დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები;
-
ეთნიკური უმცირესობების დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის ადვოკატირება;
-
შრომით უფლებებსა და უსაფრთხო შრომაზე ანალიტიკური, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა;
-
შევიწროება და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე;
-
ადგილობრივ კანონმდებლობაში საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და სხვა ინიციატივები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
საგრანტოკონკურსშიმონაწილეობისმიღებაშეუძლიათ:
-
ქალთა და ტრანს ადამიანთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
-
ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა, ტრანსი ადამიანების, ან შრომით უფლებებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
-
ქალთა და ტრანს ადამიანების ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი არ აღემატება $500 000-ს.
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5800 ევრო. პროექტების ხანგრძლივობა 5 თვე.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლისივლისში.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ქალთა ფონდი საქართველოში