ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001184 დასრულებული

პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
31.08.2022
საიტზე დამატებულია
28.07.2022

პროგრამის შესახებ:

სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია გადაამზადოს მსურველები სამ ცალკეულ პროფესიაზე:

  • ICT პროექტების მენეჯმენტი ( ICT Project Managment )
  • მონაცემთა ანალიტიკა ( Data Analysis )
  • ქონთენთის შექმნა ( Content Creation )

აღნიშნული პროფესიები დეფიციტურია, როგორც ლოკალურ ასევე გლობალურ შრომის ბაზარზე და საშუალოდ ორჯერ მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე მომიჯნავე დარგებში.

პროექტი შედგება სამი ეტაპისგან:

პირველიეტაპი : დისტანციური სწავლების კურსი თეორიული ცოდნის მისაღებად. (2022 წლის აგვისტოს განმავლობაში შეძლებთ დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ კურსზე და გაიაროთ კურსის ფარგლებში მომზადებული მასალები) პირველი ეტაპის გავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

მეორეეტაპი: ტრენინგები ჯეოლაბის სივრცეში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად. ამ ეტაპისთვის შეირჩევა 50 საუკეთესო კანდიდატი და 28 საათიან სატრენინგო ციკლს გაივლიან 2022 წლის სექტემბერი-ოქტომბრის განმავლობაში.

მესამეეტაპი: სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში რეალური გამოცდილებისთვის. ამ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო 36 მსმენელი და 4 თვის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაციებში, რის შემდეგაც გარანტირებულად დასაქმდება 6 ადამიანი.

რეგისტრაცია კურსებზე უკვე შესაძლებელია.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

ICT პროექტების მენეჯმენტი: http://bitly.ws/sVuV

მონაცემთა ანალიტიკა: http://bitly.ws/sVuW

ქონთენთის შექმნა: http://bitly.ws/sVuX

თუ გსურთ დამატებით ინფორმაციის მიღება პროგრამაზე და კურსებზე, ეწვიეთ საიტს.


წყარო: USAID