USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022 წლის ოქტომბრის საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 13.11.2022
- საიტზე დამატებულია
- 13.10.2022
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსი აფინანსებს განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებების გამოვლენასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, კერძო სექტორთან, მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ჯგუფთან თანამშრომლობით.
გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი:
წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. საგრანტო განაცხადების განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისა და თემისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში.
შენიშვნა: საგრანტო განაცხადების განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს.
საგრანტო კონკურსის წინაპირობა:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:
- პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
- წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
- კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის მიზნებს;
- მშენებლობა ან ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული საქმიანობა. მშენებლობა ასევე გულისხმობს სარემონტო სამუშაოებს, რეკონსტრუქციას, გადაკეთებას და აღდგენის ხარჯებს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო განთლების პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.
კონსულტაციები:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამის რეგიონებში გაიარონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
გრანტის პირობები:
გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში.
საგრანტო კონკურსის დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.
სააპლიკაციო ფორმის შევსება:
საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ, ამავე პორტალზე (initiatives.ge) განთავსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით. საიტზე დარეგისტრირება და პროფილში შესვლა შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ „პროფილი“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე, წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის სამი აუცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები/ნიმუშები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენ მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.
წყარო: https://initiatives.ge/