ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001320 დასრულებული

საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის

წყარო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება

განაცხადის ბოლო ვადა
30.06.2023
საიტზე დამატებულია
13.01.2023

კონკურსის შესახებ:

GIZ- ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საპროექტო იდეების მიღებაზე. კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული” პროექტების დაფინანსება გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.

პროექტის ძირითადი მიზანია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოში, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონკურსი განაცხადის ფორმა


წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის