ტურიზმის განვითარება
ნავიგატორი
5116


ტურიზმის განვითარება

უნიკალური ნომერი: 001352

კონკურსის შესახებ:

თანადაფინანსების მექანიზმის პირობები არეგულირებს სასტუმროს, ტურისტული სერვისების, აგრო და ეკო ტურისტული ინდუსტრიების საქმიანობებს.

*კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში

  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
  • სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

* პროგრამის პირობები

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
  • სესხის/ლიზინგის საგნის პირველი ტრანშის ათვისება სააგენტოს მიერ სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ მისი დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში;
  • ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან 2022 წელს დადასტურებული განაცხადებისთვის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის მოცულობის შემთხვევაში ბენეფიციარი 10%-დან 20%-მდე გრანტით ისარგებლებს.

საპილოტე რეგიონები:

  • იმერეთი;
  • გურია;
  • კახეთი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალა შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია:

  • პროგრამის პირობები:
    • სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 ნომერი და უნდა აკმაყოფილებდეს გაწერილ კრიტერიუმებს;
    • ბალნეოლოგიური კურორტების გეოგრაფიული ლოკაცია - ასპინძა, ვარძია, ზეკარი, თორღვას აბანო, ლაშიჭალა, ლებარდე, მენჯი, მუაში, ნასაკირალი, ნუნისი, სულორი, სქური, უწერა, უჯარმა, ფასანაური, შოვი, ცაიში, წყალტუბო, აბასთუმანი, ახტალა;
  • საერთაშორისო ბრენდი*
    • საერთაშორის ბრენდის გამოყენების შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდილი თანხის ანაზღაურება - 36 თვის განმავლობაში, ჯამურად არაუმეტეს 600,000 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 000 ლარისა;
    • ხელმისაწვდომია, როგორც სესხის/ლიზინგის კომპონენტით სარგებლობისას, ისე დამოუკიდებლად.

ეკო და აგრო ტურისტული ინდუსტრია:

* აგრო-ტურისტული ობიექტები

ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მომსახურებას:

  • კვებითი მომსახურება
  • განთავსება
  • საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები.

მეურნეობის აგრო ტურისტულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მისი განმახორციელებელი პირი აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას :

  • საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს ფერმერულ მეურნეობას;
  • სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად;
  • რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში.

*ეკო-ტურისტული ობიექტები

ტურისტული ობიექტი, რომელიც გარემოზე ზეგავლენის მინიმიზაციით და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მომსახურებას:

  • რეგიონისთვის სახასიათო არსებულ შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, განთავსების საშუალებების მოწყობა (10 ნომრამდე);
  • ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნო;
  • არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალების გაქირავების სერვისი.

ტურისტული სერვისების ინდუსტრია:

  • პროგრამის პირობები:

ტურისტული სერვისები − თემატური პარკების და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულება, რომელიც ხორციელდება დანართ N 5-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო პირობებით და რომლის ფარგლებშიც დამატებით საქმიანობად შეიძლება განისაზღვროს ზემოაღნიშნულ დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი.

  • თემატური პარკები − გარკვეული თემატიკით შექმნილი გასართობი პარკების სახეობა, რომელიც მოიცავს ეთნო/ეთნოგრაფიულ პარკსა და ვეიკ პარკს (Wake park):

− ეთნო/ეთნოგრაფიული პარკი − ხელოვნურად შექმნილი ავთენტური დასახლების იმიტაცია, დამახასიათებელი არქიტექტურითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც წარმოაჩენს გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ქვემოთ მოცემული ცხოვრების სტილისა და ეთნოგრაფიული მახასიათებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ცხოვრების წესი, სამზარეულო, რელიგია, ტრადიციული სამოსი;

− ვეიკ პარკი (Wake park) − წყლის თხილამურებით/წყლის დაფით სრიალისთვის, სერფინგისა და სხვა სათავგადასავლო წყლის აქტივობებისთვის შექმნილი, არანაკლებ 3 (სამი) ჰექტარის ფართობზე განთავსებული პარკი, რომელიც დამატებით უნდა მოიცავდეს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: კვების ობიექტი ან/და საწყლოსნო სპორტის სახეობების ინვენტარის მაღაზია ან/და სპორტსკოლა და ა. შ.;

  • სათავგადასავლო ტურიზმი − ტურიზმის სახეობა, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განმარტებით, ჩამოთვლილი სამი ელემენტიდან მოიცავს, სულ მცირე, ორ ელემენტს: ფიზიკურ აქტივობას, ბუნებრივ გარემოში/ბუნებაში ყოფნასა და კულტურულ ელემენტს. აღნიშნული მოიცავს: სახმელეთო ტურიზმის სახეობებს, საწყლოსნო ტურიზმის სახეობებს, საჰაერო ტურიზმის სახეობებს;


წყარო: აწარმოე საქართველოში


დამატებულია: 10-02-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9445 დღე;






03-04-2024

საზოგადოების მართლმსაჯულებაში ჩართულობის საგრანტო კონკურსი

04-04-2024

CULTURAL SMALL GRANTS PROGRAM 2024

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

08-04-2024

საგრანტო კონკურსი

08-04-2024

საგრანტო კონკურსი

03-04-2024

საზოგადოების მართლმსაჯულებაში ჩართულობის საგრანტო კონკურსი

04-04-2024

CULTURAL SMALL GRANTS PROGRAM 2024

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ