სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტი
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 25.01.2019
პროექტის მიზანი:
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ისეთი ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა, რომლებიც სარგებლობენ რა მათ მიერ წარმოდგენილი თემის მხარდაჭერით, ითანაშრომლებენ ხელისუფლებასთან უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად.
კონკრეტული ამოცანები:
საქართველოში ACCESS-ი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას ოთხი მიმართულებით:
-
მოქალაქეები უფრო ინფორმირებული და ჩართულები იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებში;
-
გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მენეჯმენტი, ორგანიზაციული შესაძლებლობები და ფინანსური მდგრადობის საკითხები;
-
სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ექნებათ უფრო ეფექტური მონიტორინგისა და სახელმწიფო პოლიტიკასა და პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
-
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ჩართულობის ცენტრები ჩამოყალიბდებიან ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებად რომ მათ, როგორც საჯარო დისკუსიებისათვის პოლიტიკურად ნეიტრალურმა შეკრების ადგილებმა, შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება.
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით.
პროექტის განმახორციებლები: აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი, სიდა, CTC
ბიუჯეტი: USD 5.5 მილიონი
პროექტის ვადები: 2015-2019
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.cida.ge/projects