საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 14.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 06.03.2023
კონკურსის შესახებ:
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მოთხოვნა განაცხადების წარდგენის შესახებ (RFA) № CBG-001 დუშეთის, კასპის, ხაშურის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
გამოქვეყნების თარიღი: 2023 წლის 1 მარტი
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 მარტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 14 აპრილი
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა (შემდგომში "პროგრამა") აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც მუშაობენ დუშეთის, კასპის, ხაშურის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში. კონკურსის მიზანია გააძლიეროს სათემო ორგანიზაციები, როგორც საზოგადოების ლიდერი და თემის განვითარების მამოძრავებელი ძალა. სათემო ორგანიზაციების გაძლიერება ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას, და დაუპირისპირდება მუნიციპალიტეტში არსებულ დეზინფორმაციას. ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პროგრამა დაეხმარება წარმატებულ განმცხადებლებს, ხელი შეუწყონ როგორც ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე, სამიზნე თემებში გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს. (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ IB განყოფილება "შესაძლებლობების გაძლიერების საგრანტო პროგრამის აღწერა").
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
წყარო: https://jobs.ge/