სწავლა საზღვარგარეთ-საგრანტო კონკურსი
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.05.2023
- საიტზე დამატებულია
- 16.03.2023
კონკურსის შესახებ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სწავლასაზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
საგრანტოკონკურსშიმონაწილეობისუფლებააქვს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.
- პირს, რომელიც ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის
o მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
o მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
o პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე
2023 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით ერთი სემესტრის სწავლის ხარჯების დაფინანსების მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.
განმცხადებელსშეიძლებააუნაზღაურდესშემდეგიტიპისხარჯები:
• სწავლის საფასური
• ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
• ტრანსპორტი
• სამედიცინო დაზღვევა
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
• ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
• სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო
პროგრამისანგარიში
სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო 4071000 ლარი. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 875 000 ლარია.
„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე სულ დაფინანსდა 98 სტუდენტი.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 მარტიდან 15 მაისის 18:00 სთ-მდე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ბმულზე - https://bit.ly/3l00zgu
იხილეთ დოკუმენტების ჩამონათვალი:
დებულება, შეფასების ფორმა, განცხადება, სარეკომენდაციო წერილის ფორმა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა
დამატებითიინფორმაციისათვისდაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე
ელ-ფოსტა: abroadstudyprogram@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი