ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001448 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2023
საიტზე დამატებულია
02.05.2023

კონკურსის შესახებ:

ა (ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით.
საგრანტო სქემა ვრცელდება შემდეგ სფეროებზე: მცირე წარმოება, ხელნაკეთი ნივთები, შეფუთვა/დაპაკეტება და მომსახურების სფერო.

საგრანტო სქემა განსაზღვრავს გრანტის მოცულობას მინიმუმ 2, 000 ლარიდან - მაქსიმუმ 5, 000 ლარის ოდენობით ერთ ბენეფიციარზე. მოცემული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში აუცილებელი პირობაა ბენეფიციარის მხრიდან 10% თანამონაწილეობა ფულადი სახით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 1 მაისი, 2023 წ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი, 2023 წ. 18:00 სთ (თბილისის დროით)

საგრანტო კონკურსი გათვალისწინებულია აჭარის მუნიციპალიტეტების არაურბანულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და ქალებისთვის.

საგრანტო სქემაში ჩართულობისთვის აუცილებელია განაცხადის და ბიზნეს იდეის ბათუმის ბიზნეს ინკუბატორისთვის გაგზავნა ელექტრონულ მეილზე bbinkubator@gmail.com, ან წარმოადგინოს მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა, #73 ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი.

დეტალური ინფორმაცია, საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო და საგრანტო განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577468844.

ა (ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი
მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. N73
საქართველო, ბათუმი, 6010
ტელეფონი: +995 577464488
ელ. ფოსტა: bbinkubator@gmail.com


წყარო: https://jobs.ge/