|
8341 |
---|
სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის |
უნიკალური ნომერი: 001464
თუ გაქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს - პირველად საქართველოში, თიბისი ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს.
თიბისი ბიზნესის გუნდმა განსაკუთრებული შეთავაზება შექმნა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბაზარზე. შენ შეგიძლია მიიღო იდეის დაფინანსება 200,000 ლარამდე. ამისთვის კი არ გჭირდება ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ასევე, არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. რაც მთავარია შეგიძლია ისარგებლო 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა შენი იდეა იყოს ინოვაციური და მომზადებული გქონდეს პროექტის ბიზნეს გეგმა.
„თიბისიმ ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდასაჭერად, უნიკალური შესაძლებლობა გააჩინა, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმოადგინოს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დავეხმარებით. რა თქმა უნა, უნდა ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის, დაამუშავებს და მხოლოდ ის მიიღებს ჩვენ მხარდაჭერას, რომლის რეალურ ბიზნესად ქცევის პოტენციალი წინასწარ დადასტურდება,“ - ამბობს თიბისის მცირე და საშუალოო ბიზნესის განვითარების ლიგის ხელმძღვანელი ვეფხვია ლომინაშვილი.
პირველ ეტაპზე, ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად თიბისიმ 5 000 000 ლარი გამოყო - გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იჩქარე, შემოტანე განაცხადი დაფინანსების მისაღებად.
სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა ბიზნეს გეგმის წარდგენა და კარგი საკრედიტო ისტორია.
გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია
წყარო: https://bm.ge/
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; სტარტაპი;
დამატებულია: 25-05-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9270 დღე;
23-01-2022 შარქ თენქ საქართველო |
15-02-2024 ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
25-05-2023 სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის |
06-08-2024 Grants for Events Funding Program |
---|
06-08-2024 Grants for Events Funding Program |
---|
23-01-2022 შარქ თენქ საქართველო |
15-02-2024 ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
25-05-2023 სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის |