![]() |
1377 |
---|
![]() |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
უნიკალური ნომერი: 000148
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დაცვა ჯანდაცვაში ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ძირითადი საქმიანობის სფეროა.
გრძელვადიან პარტნიორებთან თანამშრომლობის და საგრანტო საქმიანობის პარალელურად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა ხშირად ასრულებს დამაკავშირებლის ფუნქციას ხელისუფლებას, პროფესიულ წრეებს, თვითორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის. ორგანიზებას უწევს კოალიციების, აქტიური მოქალაქეების, იურისტების, ადვოკატების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების გაერთიანებას სხვადასხვა საკითხის გარშემო და ცვლილებების ადვოკატირებისათვის.
2019 წლიდან მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის პრიორიტეტი კვლავ იქნება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მარგინალური ჯგუფებისთვის. ამისთვის, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი რესურსების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოებისა და მარგინალური ჯგუფების აქტიური მონაწილეობა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის საკითხებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა.
გავაგრძელებთ მუშაობას ჯანდაცვის სისტემაში მარგინალური ჯგუფების დისკრიმინაციის დაძლევის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემოს გაუმჯობესების, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათემო მომსახურების მოდელების განვითარების, ბავშვთა ადრეული განვითარების, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის და ჰუმანური და ჯანდაცვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.
ფონდი გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობების, პაციენტების და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციებს, რომ მათ თავად შეძლონ გარემოს შეცვლა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების საკეთილდღეოდ.
ფონდი მიესალმება ინოვაციურ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის კომფორტული ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებას.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://osgf.ge/program/sazogadoebrivi-janmrtel/
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
დამატებულია: 25-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 301 დღე;
01-02-2019 დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში |
---|
25-01-2019 სტარტაპ სესხი – თიბისი ბანკი |
25-02-2021 კონკურსი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად |
03-03-2021 იდეათონი: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" |