თანადაფინანსების პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
ნავიგატორი
2840


თანადაფინანსების პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

უნიკალური ნომერი: 001819

კონკურსის შესახებ:


თუ ხართ აქტიური მეწარმე და ფიქრობთ, რომ თქვენი ბიზნესის უკეთსამართავად მარკეტინგული მომსახურებები გჭირდებათ, მაშინ ესშესაძლებლობა დაგაინტერესებთ:

სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს, სააგენტოს მიერ შერჩეულიმარკეტინგული კომპანიებისგან მომსახურების მისაღებად, 10 000 ლარამდე თანადაფინანსებას სთავაზობს.

პროექტში ჩართვისათვის უნდა მიმართოთ სააგენტოს „აწარმოესაქართველოში“ რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრს, სადაც თქვენ:

  • გაივლით სიღრმისეულ ბიზნეს-დიაგნოსტიკას და დაადგენთ თქვენიბიზნესის საჭიროებებს
  • შეარჩევთ შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებას
  • მომსახურებით სარგებლობისთვის მიიღებთ 90%-მდეთანადაფინანსებას


თუ დიაგნოსტიკის შედეგად თქვენს საწარმოს მარკეტინგული მომსახურებების საჭიროება დაუდგინდა, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ სააგენტოს მიერ შერჩეული მარკეტინგული და კომუნიკაციების კომპანიის მომსახურებით და მიიღოთ 10 000 ლარამდე თანადაფინანსება.

მონაწილეობის კრიტერიუმები დაინტერესებულ მეწარმეთათვის

  • რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, ხელშეკრულებისგაფორმებამდე ერთი კალენდარული წლით ადრე.
  • რეგისტრირებულია რეგიონული საკონსულტაციო ცენტრის წევრად.
  • ბიზნესის მიღებული შემოსავალი, სააგენტოსთან ხელშეკრულებისგაფორმებამდე წინა 12 თვის განმავლობაში არის ან აღემატება 30 000 ლარს.
  • არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს„საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირიწილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი.
  • არ არის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისშესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად I ან II კატეგორიისსაწარმოს მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიულიპირი.
  • არ აქვს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმშემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინებაგადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულიაკანონის საფუძველზე).
  • არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
  • საქმიანობა არ შედის შეზღუდული საქმიანობების ჩამონათვალში ( იხ. ბრძანების დანართი)


მომსახურებით სარგებლობის ეტაპები

  • მომსახურებით სარგებლობის მსურველი მეწარმე საკუთარი პირადისივრციდან ან ადგილზე ვიზიტით მიმართავს თავისივე რეგიონისსაკონსულტაციო ცენტრს.
  • მეწარმე რეგისტრირდება ცენტრის ონლაინ ქსელში და ქმნის პირადსივრცეს.
  • მეწარმე ცენტრში ან თავის ონლაინ პირად სივრცეში წარმოადგენსშესაბამის დოკუმენტაციას, რაც ამტკიცებს მის შესაბამისობასმოცემულ კრიტერიუმებთან.
  • მეწარმე ცენტრის თანამშრომელთან ერთად გადის ბიზნესდიაგნოსტიკას.
  • დიაგნოსტიკის შედეგები განიხილება 30 კალენდარული დღის ვადაშიდა დგინდება მეწარმე სუბიექტის საჭიროებების შესაბამისიმომსახურებ(ებ)ის ჩამონათვალი.
  • თუ ჩამონათვალი მოიცავს რეკომენდაციას საკონსულტაციომომსახურების მიღებასთან დაკავშირებთ, მეწარმე სუბიექტი, სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურებებიდან ირჩევსმისთვის სასურველ მომსახურებას.
  • არჩეულ საკონსულტაციო კომპანიას, სააგენტოს "აწარმოესაქართველოში" და მეწარმეს შორის ფორმდებასამმხრივი ხელშეკრულება, სადაც ზუსტდება თანამშრომლობის სხვადეტალები.

✅გაცნობებთ, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციოცენტრების სერვისებით სარგებლობა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითარის შესაძლებელი, მათ შორის თბილისშიც. 12 აგვისტოდან, საქართველოსყველა რეგიონში ფუნქციონირებს პარტნიორი საკონსულტაციო ცენტრები, სადაც მეწარმეს შეუძლია გაიაროს ბიზნეს დიაგნოსტიკა და ჩაერთოსსაკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსების პროგრამაში.

✅როგორც მოგეხსენებათ „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციოცენტრებში (აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) დიაგნოსტიკაზეჩაწერა ხდება ცენტრებში ადგილზე ვიზიტის გზით. პროცედურაგანსხვავებულია საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულიმეწარმეებისთვის. პარტნიორ საკონსულტაციო ცენტრებში ბიზნესდიაგნოსტიკის გავლის მიზნით მეწარმე ჯერ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცხელ ხაზს: 15 25 და შემდეგ მოხდება მისივიზიტის შესაბამის ცენტრში დაჯავშნა.


წყარო: უკიო

დამატებულია: 04-09-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;






15-02-2024

ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

10-02-2023

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

25-05-2023

სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

15-02-2024

ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

10-02-2023

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

25-05-2023

სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ