სიახლეების გამოწერა |

484 |
---|
![]() |
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი |
უნიკალური ნომერი: 000194
პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ეწევა ადვოკატირებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც არიან გაწევრიანებული კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა წარმოადგენს მოსაზრებებს საკანონმდებლო ინიციატივებზე შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან, აკვირდება შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების განხორციელებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად ეწევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს და დაკვირვების შედეგად შეიმუშავებს და აქვეყნებს რეკომენდაციებს საბჭოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე შეისწავლის საბჭოს წევრების ქონებრივ დეკლარაციებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის იურიდიული დახმარების ცენტრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში იურიდიულ დახმარებას უწევენ მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს. იურიდიულ დახმარების გაწევისას საერთაშორისო გამჭვირვალობა იყენებს სტრატეგიული სამართალწარმოების მიდგომას, რომლის მიზანია კანონებში, რეგულაციებში და მათ აღსრულებაში ცვლილებების შეტანა. მობილური კლინიკების საშუალებით საერთაშორისო გამჭვირვალობა კონსულტაციებს უწევს ცენტრიდან დაშორებული დასახლებების მოსახლეობას. იურიდიული დახმარების ძირითადი თემებია საკუთრების საკითხები და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/saertashoriso-gamtshvirvaloba-saqartvelo-ti-
თანხის ოდენობა: $1,352,200
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: ადამიანის უფლებები;
დამატებულია: 04-02-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-03-2020
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 107 დღე;
სექტორი: სხვა;
23-01-2019 სტარტაპ მეგობრული |
---|
31-01-2019 ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით |
21-01-2019 მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა |
28-01-2019 მცირე საოჯახო სახლები |