უნიკალური კოდი: #001874 ახალი

Front Line Defenders — დაცვის გრანტები ადამიანის უფლებადამცველებისთვის

წყარო: Front Line Defenders (ირლანდია)

განაცხადის ბოლო ვადა
მიმდინარე
საიტზე დამატებულია
06.11.2026
ნახვები
28

Front Line Defenders 2001 წლიდან გასცემს სწრაფ, პრაქტიკულ ფინანსურ დახმარებას ადამიანის უფლებადამცველებისთვის, რომლებსაც თავიანთი მშვიდობიანი საქმიანობის გამო საფრთხე ემუქრებათ.

რისი დაფინანსება შეიძლება:

  • ფიზიკური, ციფრული და კომუნიკაციის უსაფრთხოების გაუმჯობესება
  • იურიდიული ხარჯები სასამართლო დევნისა და შევიწროების შემთხვევაში
  • სამედიცინო ხარჯები, თუ უფლებადამცველი საქმიანობის გამო დაზარალდა
  • დაპატიმრებული უფლებადამცველის ან საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრების დახმარება

არ ფინანსდება: უკვე გაწეული ხარჯები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ზოგადი უფლებადაცვითი პროექტები, ოფისის მიმდინარე ხარჯები (ხელფასი, ქირა), შეიარაღებული დაცვა, ავტომობილის ყიდვა, საცხოვრებელი ხარჯები და ემიგრაციაში უკვე მყოფი აქტივისტების ხარჯები.

  • თანხა: მაქსიმუმ €7 500; როგორც წესი, ბიუჯეტის 100% არ ფინანსდება
  • ვადა: არ არის — განაცხადი მიიღება ნებისმიერ დროს
  • ენები: ინგლისური, რუსული, თურქული, არაბული, ფრანგული, ესპანური, სპარსული, პორტუგალიური, ჩინური
  • გრანტის მიმღები წარადგენს მოკლე ანგარიშს და ქვითრების ასლებს

განაცხადი იგზავნება დაცული ონლაინ ფორმით: Front Line Defenders — Protection Grants