ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000220 დასრულებული

GLOBALG.A.P.-ის პროექტი კენკეროვანი კულტურების მწარმოებელი მეურნეობებისთვის

წყარო: შ.პ.ს. "ჯი დი სი აი"

განაცხადის ბოლო ვადა
05.03.2019
საიტზე დამატებულია
20.02.2019

პროექტის შესახებ:

GLOBALG.A.P.-ის პროექტი კენკეროვანი კულტურების მწარმოებელი მეურნეობებისთვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევროკავშირის (EU4Business) მიერ დაფინანსებული DCFTA ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის მარტიდან იწყებს პროგრამას კენკროვანი კულტურების მწარმოებელ მეურნეობათა კლასტერისთვის, რაც მიზნად ისახავს GLOBALG.A.P.-ის სტანდარტის მოთხოვნების დანერგვას.

პროგრამა ხორციელდება GLOBALG.A.P.-ის ასოცირებული წევრი ორგანიზაციის, შპს „ჯი დი სი აი“-ს მიერ, რომელსაც აქვს GLOBALG.A.P.-ის პროექტების მართვის დიდი გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ 2019 წლის 5 მარტამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: tlabartkava@gdci.ge ან ekimeridze@gdci.ge ან knowhowgeorgia@ebrd.com. ინფორმაცია შერჩეული კომპანიების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის 10 მარტისთვის. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2019 წლის 20 მარტს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გამოაგზავნეთ წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: knowhowgeorgia@ebrd.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 322 4474 00.


მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა