ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000224 დასრულებული

საქართველოში სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებისა და აუდიტორული მომსახურების თანამედროვე პრაქტიკის მხარდაჭერა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
15.03.2019
საიტზე დამატებულია
21.02.2019

პროგრამის შესახებ:

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოში მებაღეობა-მებოსტნეობის ღირებულებათა ჯაჭვების- კენკრის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის (ვაშლი), მწვანილის, მალფუჭებადი ბოსტნეულის, სუფრის ყურძნისა და მანდარინის -განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 მარტი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. "III ნაწილი.

ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ") განაცხადის წარდგენის და შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თბილისში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას: თბილისი: 2019 წლის 27 თებერვალი, 12:00 საათი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ოფისი;

მისამართი: კოსტავას ქ. 47, ოთახი 22

საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. განმცხადებლებს, ასევე, შეუძლიათ კითხვების დასმა ელ.ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2019 წლის 11 მარტამდე.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე იქნება საჯარო და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.jobs.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტისა.

თანდართული ფაილი: https://drive.google.com/